Sunday, September 20, 2015
სასწავლო რესურსები
https://drive.google.com/file/d/0B4bT_OUT1YocSWZuaVpsNzVmY01veWFaR1Jrb2FSRTRpNmIw/view?usp=sharing
Tuesday, March 3, 2015
ტრენინგის მეცხრე დღე
როგორც ყოველთვის ტრენინგი დაიწყო წინა მასალის გამეორებით, ვიმუშავეთBlogger-ში, ვისწავლეთ გვერდების დამატება, გვერდების გამოჩენა, ახალი გვერდების დამატება. გვერდის დამალვა, გვერდის წაშლა. ვისწავლეთ Picasa ვებ-ალბომის შექმნა და ბლოგზე ატვირთვა. ვიდეოს გადატანა.ტრენინგის თითოეულმა წევრმა გავაკეთეთ პრეზენტაცია ჩვენი პროექტის შესახებ.
ბოლოს შევაფასეთ ტრენინგი. ჩემთვის ინტელის ძირითადი სასწავლო კურსი ძალიან საინტერესო მნიშვნელოვანი ტრენინგია, რომელიც დამეხმარება ჩემი ელექტრონული პორტფოლის შექმნაში.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ქეთის, თავდაუზოგავი შრომისთვის. პროფესიონალიზმისათვის. მადლობა!!!!!!
ბოლოს შევაფასეთ ტრენინგი. ჩემთვის ინტელის ძირითადი სასწავლო კურსი ძალიან საინტერესო მნიშვნელოვანი ტრენინგია, რომელიც დამეხმარება ჩემი ელექტრონული პორტფოლის შექმნაში.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ქეთის, თავდაუზოგავი შრომისთვის. პროფესიონალიზმისათვის. მადლობა!!!!!!
Sunday, March 1, 2015
ტრენინგის მერვე დღე
როგორც ყოველთვის დღევანდელმა დღემაც ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. ტრენინგი დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით. გადავხედეთ ჩვენი პროექტის გეგმას. შევქმენით ფასილიტაციის რესურსი მოსწავლეებისათვის. გადავხედეთ საქაღალდეებს, დავახარისხე და ავტვირთე პორტფოლიო Link list-ის საშუალებით და გადავიტანე ბლოგზე..
Saturday, February 28, 2015
ტრენინგის მეშვიდე დღე.
ტრენინგი დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით,დღვენდელმა დღემაც ძალიან ნაყოფიერად ჩაიარა,ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე, გავწერეთ ყველა მოსწავლის საჭიროების მიხედვით აქტივობები და ავტვირთე ჩემს პროექტში. განვიხილეთ მრავალმხრივი ინტელექტის ფორმები.ძალიან ნაყოფიერი დღე იყო. დიდი მადლობა ქალბატონ ქეთინოს.ეს ყველაფერი დამეხმარება ჩემი პროფესიონალიზმის გაზრდაში.
Sunday, February 22, 2015
ტრენინგის მეექვსე დღე.
ეს დღეც ძალიან საინტერესო იყო თავისი შინაარსით, როგორც ყოველთვის ტრენინგი დაიწყო წინა მასალის გამეორებით,მოვამზადეთ მოსწავლის პრეზენტაცია, ბევრი დავიწყებული მასალა გავიხსენე, განვიხილეთ შეფასებების ნიმუშები და შევინახე საქაღალდეში.მალობა ქალბატონ ქეთის , ძალიან აქტიური და ყურადღებიანი ქალბატონია.
Monday, February 16, 2015
ტრენინგის მეხუთე დღე.
ტრენინგი დაიწყო განვლილი მასალის გამეორებით, გავეცანით როგორ უნდა დავიცვათ საავტორო უფლებები არსებული შაბლონების გამოყენების დროს, ვიმუშავეთ ბლოგზე, ვისწავლეთ კომენტარების გაკეთება, სურათების, გამოკითხვისა და HTML-ის გაჯეტები. რაც დამეხმარება ჩემი პორტფოლიოს შექმნაში.დღევანდელმა დღემ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა..
Sunday, February 15, 2015
ტრენინგის მეოთხე დღე
გავიხსენეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები, შევავსეთ პროექტის შეფასების სქემა,შევადგინეთ პროექტის დროში გაწერილი შეფასების გეგმა, რომელიც მნიშვნელოვანია პროექტის წარმართვისათვის. გვაძლევს საშუალებას დავაკვირდეთ პროექტის მიმდინარეობას.ვისწავლეთ პორტფოლიოს პრეზენტაციის გაკეთება, სურათების ჩასმა ბლოგზე, ძალიან ბევრის მომცემი და მნიშვნელოვანი ტრენინგია.მადლობა ქალბატონ ქეთინოს.
Saturday, February 14, 2015
ტრენინგის მესამე დღე
როგორც წესი ტრენინგი დაიწყო წინა მასალის გამეორებით. მწვრთნელის დახმარებით გავეცანით პროექტის მიზნის განსაზღვრას,სტანდარტის,21 საუკუნის უნარ-ჩვევების და ბლუმის ახალი ტაქსონომიის ზმნების დახმარებით. რაც შემდგომში დამეხმარება პროექტის მიზნის სწორად ფორმულირებაში.
ქალბატონი ქეთინო გვესაუბრა მიმართულების მიმცემი კითხვების სწორად შერჩევის აუცილებლობაზე და გვასწავლა, როგორ უნდა ჩამოვაყალიბოთ და შევიმუშაოთ თემატური,ზოგადი და შინაარსობრივი კითხვები. დღევანდელმა დღემ ბევრი ახალი ცოდნა შემძინა. დიდი მადლობა ქალბატონ ქეთინოს.
Sunday, February 8, 2015
ტრენინგის მეორე დღე
საშინაო დავალების განხილვის შემდეგ ტრენერის დახმარებით გავაკეთეთ რეფლექსია.word-ის ინსტრუმენტების დახმარებით დავამზადეთ პუბლიკაციის ნიმუში პროექტების სწავლების თემაზე.
ვისწავლეთ ბუკლეტის დამზადება. დავამზადეთ სარეკლამო ბუკლეტი, ძალიან მომეწონა და აუცილებლად გამოვიყენებ შემდგომში პროექტების დაწერის პროცესში. გავარჩიეთ ბლოგის ინსტრუმენტები, ვისწავლეთ ბლოგში სათაურისა და მისამართის შეცვლა, რაც საშუალებას მოგვცემს გამოვასწოროთ შეცდომები. აგრეთვე ვისწავლეთ საქაღალდის დაარქივება, დაარქივებული საქაღალდის გაგზავნა საკუთარ ფოსტაზე.
ეს დღე ძალიან ნაყოფიერი იყო ჩემთვის ,ისევე როგორც პირველი დღე.
Saturday, February 7, 2015
ტრენინგის პირველი დღე
ტრენინგი ჩემთვის საყვარელმა ტრენერმა ქალბატონმა ქეთინო ცერაძემ დაიწყო ჩვენი გაცნობით. შემდეგ გაგვაცნო ინტელის სასწავლო კურსი. გაგვაცნო გზამკვლევის მოხმარების წესი. განვიხილეთ პორტფოლიოს საქაღალდეების შექმნა, რის შემდეგაც შევქმენი ჩემი საქაღალდეები. ასევე გვაჩვენა ციფრული რესურსების პორტალი და გვაჩვენა როგორ შვქმნათ ელექტრონული წიგნები, რომელიც მომეხმარება სასწავლო პროცესი უფრო ეფექტურად დავგეგმო.განვიხილეთ როგორ შევქმნათ ტექნოლოგიებით გამდიდრებული პროექტები. გავეცანით 21-ე საუკუნის უნარებს, რომელიც დამეხმარება მოსწავლეებს განუვითარო სწავლისა და გამომგონებლობის უნარ-ჩვევები.ვისწავლეთ ბლოგის შექმნა. ტრენინგის პირველმა დღემ ჩაიარა ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად.
Subscribe to:
Posts (Atom)