Saturday, February 14, 2015

ტრენინგის მესამე დღე






როგორც წესი ტრენინგი დაიწყო წინა მასალის გამეორებით.   მწვრთნელის დახმარებით გავეცანით პროექტის მიზნის განსაზღვრას,სტანდარტის,21 საუკუნის უნარ-ჩვევების და ბლუმის ახალი ტაქსონომიის ზმნების დახმარებით.  რაც შემდგომში დამეხმარება პროექტის მიზნის სწორად  ფორმულირებაში.
ქალბატონი ქეთინო გვესაუბრა მიმართულების მიმცემი კითხვების სწორად შერჩევის აუცილებლობაზე   და გვასწავლა, როგორ უნდა ჩამოვაყალიბოთ  და შევიმუშაოთ თემატური,ზოგადი და შინაარსობრივი კითხვები. დღევანდელმა დღემ ბევრი ახალი ცოდნა შემძინა. დიდი მადლობა ქალბატონ ქეთინოს.

No comments:

Post a Comment